9-04-2026
„9 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?!“, - ამ სიტყვების ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს.
სალუქვაძის განცხადებით, წლებია უკვე მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკის მარგინალიზაციის წახალისება და დაფინანსება.
„9 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?! წლებია მიზანმიმართულად ახდენენ, ახალისებენ, აფინანსებენ პოლიტიკის მარგინალიზაციას. 9 აპრილს, რა მოტივებსაც არ უნდა ამოეფაროთ, ტინგიცის მოწყობა 9 აპრილის მემორიალთან არის დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ფასეულობის შეუეაცხყოფა. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში მუდმივად გვიწევს ამ ანაბანას ახსნა 9 აპრილს და 26 მაისს. მერე გიკვირთ დამოკიდებულება. არადა, 9 აპრილს რომ თავი დავანებოთ, ვნების კვირაა, დიდი ხუთშაბათია. დგანან, ილანძღებიან, იგინებიან და პროვოკაციებს სხვებს აბრალებენ. ალბათ, 17 მაისის მსგავსად, მოგვიწევს, რომ 9 აპრილსაც მთელი ერი გავიდეთ,“ - წერს ამირან სალუქვაძე.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |