გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო სადღობელაშვილი რადიკალებზე: ადამიანები, რომლებიც თითქოს 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრეველებად - ტრაგედიისა და ერთიანობის დღე გადააქციეს პოლიტიკური სპექტაკლის არენად

9-04-2026

„9 აპრილი არის არა უბრალოდ თარიღი — ეს არის ტკივილი და ამავდროულად საქართველოს თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, მემორიალთან მისულ სახელმწიფო მოხელეებსა და ჟურნალისტებს აგრესია, შეურაცხყოფა და პროვოკაციები დახვდათ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც თითქოს 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრეველებად.


„ეს არის დღე, როცა ერის მომავალს შეწირულებმა დაგვანახეს, რას ნიშნავს ღირსება, დამოუკიდებლობისთვის სწრაფვა, თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული და ეროვნული სულისკვეთება!


სამწუხაროდ, წელს ვიხილეთ სრულიად საპირისპირო სურათი — მემორიალთან მისულ სახელმწიფო მოხელეებსა და ჟურნალისტებს აგრესია, შეურაცხყოფა და პროვოკაციები დაუხვდათ. ადამიანები, რომლებიც თითქოს ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრეველებად. ტრაგედიისა და ერთიანობის დღე გადააქციეს დაპირისპირების, ლანძღვისა და პოლიტიკური სპექტაკლის არენად. ეს არის სწორედ ის, რაზეც გვაფრთხილებდა მერაბ კოსტავა — რომ თავისუფლება მხოლოდ მოპოვება კი არა, შენარჩუნებაც არის… როგორც მან 9 აპრილის სულისკვეთებაზე თქვა: „თავისუფლება მოითხოვს ღირსებას, ერთიანობას და სულიერ სიმტკიცეს”.


სამწუხაროდ, დღევანდელი შეკვეთილი ცირკის შემყურე ეჭვი მეპარება 9 აპრილს შეწირულთა სულები ხარობდნენ… - ვხედავთ, როგორ ცდილობენ მარგინალური ჯგუფები ამ ერთიანობის ნგრევას. ვხედავთ, როგორ ცდილობენ დაყონ ის საზოგადოება, რომელიც 9 აპრილს ერთიანად იდგა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს მთავარი — 9 აპრილს დაღუპულები არიან გმირები. მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს არა სიძულვილს, არა დაპირისპირებას, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობას. 9 აპრილის მომიტინგეები საბჭოთა მძიმე ტექნიკას და სამხედრო დანაყოფებს ყვავილებით ხვდებოდნენ… ეს უბრალო ჟესტი არ გახლდათ ეს იყო კაცთმოყვარეობის უდიდესი გამომჟღავნება ეს იყო ქრისტესმიერი გრძნობა „გიყვარდეს მტერი შენი…” ჩვენი ვალია, ეს დღე არ დავაკნინოთ. არ დავუშვათ, რომ გმირების ხსოვნა იქცეს იაფფასიანი პოლიტიკური შოუს ნაწილად. საქართველო დგას იმ იდეაზე, რომლისთვისაც ადამიანები დაიღუპნენ — თავისუფლება, ღირსება და დამოუკიდებლობა. და ამ იდეას ვერავინ წაგვართმევს, ვერც ფლიდი უცხოტომელი გერმანიის ელჩი და ვერც 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე მარგინალი მომიტინგეები!”, - წერს სადღობელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930