გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: რადიკალური აქტორები საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ის ერთობა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე გაწირეს

9-04-2026

„9 აპრილი ერთიანობისა და თავისუფლების დღეა. თუმცა, დღეს ვხედავთ მცდელობებს, ეს თარიღი საზოგადოების დასაპირისპირებლად იქნეს გამოყენებული“, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, რადიკალური აქტორები საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ერთობა, რომელსაც გმირებმა სიცოცხლე შესწირეს.


„9 აპრილი ერთიანობისა და თავისუფლების დღეა. თუმცა, დღეს ვხედავთ მცდელობებს, ეს თარიღი საზოგადოების დასაპირისპირებლად იქნეს გამოყენებული. რადიკალური აქტორები, ნებსით თუ უნებლიეთ, საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ის ერთობა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე გაწირეს. დაუშვებელია, თავისუფლების სიმბოლო შუღლის იარაღად იქცეს”, - წერს ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930