10-04-2026
ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი საქართველოში კიდევ ერთი მიმართულებით ამატებს ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასტანა - ბათუმი - ასტანას საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
ასტანასა და ბათუმს შორის ავიარეისები 2 ივნისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიანიჭა.
დღეისათვის, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ავიაკომპანიები Air Astana, Scat Airlines-ი და FlyArystan-ი ჯამურად 17 სიხშირით ასრულებენ. ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ორ ქვეყანას შორის ფრენების სიხშირე 42-მდე გაიზრდება.
ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება
2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს. 15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე ფრენებს დაამატებს ყოველ პარასკევს. შესაბამისად, რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით - ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air Malta-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიენიჭა.
ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |