გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს — ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის

13-04-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უნგრეთის არჩევნებს და მის შედეგებს ეხმიანება და ფიქრობს, ეს პოლიტიკური გაკვეთილი უნდა იყოს უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციისთვის, რომ ხელისუფლების ბედი მხოლოდ ხალხის ხელშია და არა საგარეო მხარდაჭერის.


ანანიძის თქმით, მოცემულობას, რომ საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს, ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის.


„მორიგი პოლიტიკური გაკვეთილი უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციისთვის: ხელისუფლების ბედი მხოლოდ ხალხის ხელშია და არა საგარეო მხარდაჭერის. რეალობა კი ის არის, რომ საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს — ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის“, - წერს ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930