გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია

13-04-2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ჩინეთში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს, სიტყვით გამოსვლისას ევროპის ბაზრის ღიაობაზე და მის მზარდ სავაჭრო დეფიციტზე ჩინეთთან გაამახვილა ყურადღება. ასევე, ჩინეთისთვის მკაფიო გზავნილო გააჟღერა, რომ მათაც უნდა გახსნან საკუთარი ბაზარი.


მანვე აღნიშნა, რომ დეფიციტი წინა წელს 18%-ით გაიზარდა, რაც საზოგადოებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია.


„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930