გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი

15-04-2026

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.


იოანე გამრეკელი განმარტავს, რომ ეკლესია არჩევანის წინაშე დგას - გაიზიარონ პატრიარქის შემოთავაზება და დაეთანხმონ მას, როგორც კათალიკოსის ანდერძს, თუ უგულებელყონ ილია მეორის ანდერძი, რომ წლების განმავლობაში მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით და სახელით მოქმედებდა და პატრიარქს წარმოადგენდა.


მიტროპოლიტის განცხადებით, ახლა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას ეკლესია, სინოდი და ერი. ქუთათელ-გაენათელი აღნიშნავს, რომ უმრავლესობისთვის უმტკივნეულო იქნება, რომ ეკლესია პატრიარქის არჩევანს დაეთანხმოს.


„ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი. წლების მანძილზე მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით მოქმედებდა, პატრიარქის სახელით და მან უკვე იცის არეალი საქმიანობის, დამოკიდებულებების, ურთიერთობების, გარკვეული გამოცდილება შეიძინა მან და ერი და ბერი შეეჩვია, რომ ის წარმოადგენდა პატრიარქს. უწმინდესმა მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენ შემოგვთავაზა თავისი არჩევანი. უწმინდესმა ასე აირჩია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930