გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: თუ ქვეყნის შიგნით ერი არ გიდგას გვერდით, გამორიცხულია, ვინც არ უნდა გაფინანსოს - ახლა ქმნიან ახალ სტრატეგიებს, პლატფორმებს, რაღაც სიგიჟეებს იგონებენ, იგივე მდინარეში შედიან

15-04-2026

„ასი მაკედონელი გვერდში რომ ამოგიდგეს, თუ შენ, ქვეყნის შიგნით ერი არ გიდგას გვერდით, გამორიცხულია, ვინც არ უნდა გაფინანსოს და მერამდენედ წაიმტვრიეს ცხვირ-პირი, ახლა ქმნიან ახალ სტრატეგიებს, პლატფორმებს, რაღაც სიგიჟეებს იგონებენ, იგივე მდინარეში შედიან“, - ასე აფასებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, ოპოზიციის მორიგ მცდელობებს.


ზარქუას განცხადებით, სანამ ოპოზიცია არ გაიაზრებს იმას, რომ სახელმწიფო ინტერესი არის უმთავრესი მანამდე ივლიან ისინი ქუჩა-ქუჩა.


„ასი მაკედონელი გვერდში რომ ამოგიდგეს, თუ შენ, ქვეყნის შიგნით ერი არ გიდგას გვერდით, გამორიცხულია, ვინც რა უნდა გაფინანსოს და მერამდენედ წაიმტვრიეს ცხვირ-პირი, ახლა ქმნიან ახალ სტრატეგიებს, პლატფორმებს, რაღაც სიგიჟეებს იგონებენ, იგივე მდინარეში შედიან. როგორ შეიძლება განსხვავებული მრწამსის, ღირებულებების, ცოდნის, გამოცდილების, ადამიანები შეიკრიბონ და ერთიანი პლატფორმა და რაღაც სიგიჟეებს იძახიან. მერამდენედ ვნახეთ ეს სცენარი?! შალიკო რატომ დაივიწყეს? შალიკო აღარ არის აქტუალური? მშვენივრად იყვნენ შალიკოს ფანჩატურში ერთი პერიოდი. ეს არის ამათი მედროვეობა და ახლა ახალი დაფინანსების მოლოდინში არიან ისევე ეს ქვეყანა როგორ არიონ. კიდევ ერთხელ ვამბობ სანამ არ ჩამოყალიბდებით და არ გაიაზრებთ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველესი, უმთავრესი, მანამდე იქნებით ასე, ივლით ასე ქუჩა-ქუჩა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031