გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს

15-04-2026

ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება.


ვოლსკის თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბნელი წარსული აქვს.


„რაც შეეხება ეკლესიაში შეღწევის თემას - ურთულესი ამოცანა დაისახეს. მე არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ჰქონდეთ რაიმე სინანულის განცდა იმაზე, რაც თქვეს, როგორც იმოქმედეს ეკლესიის მიმართ, რა პოზიციაც გამოხატეს და ვის დავალებებს ასრულებდნენ. არავითარი სინანული არ არის. ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. რწმენა, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც ეკლესია წარმოადგენს, რასაკვირველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დედაბოძია ნებისმიერი ქვეყნის სიმყარისთვის. ამაზე მიდის ახლა შეტევა და თითქოსდა, აქ შემოსვლის თემას ავითარებენ. მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს. ძალიან მძიმეა დანაშაული ამ მიმართულებით, თუნდაც ეკლესიასთან დამოკიდებულების საკითხები ავიღოთ, თუნდაც საქართველოს ხალხის, საზოგადოების, ისტორიული მემკვიდრეობის. ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბნელი წარსული აქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", - აღნიშნა მან.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადების თანახმად, ოპოზიციას აქვს საერთო გზავნილის პრობლემა და ისინი არ ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების მოედანზე შესვლას ქართველ ერთან, რათა დაანახონ საზოგადოებას, რომ ისინი „უღმერთოები და ურწმუნოები“ არ არიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930