გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: იგორ ბლაჟევიჩი ამ დროისთვის საჯაროდ მოძიებულია, ის 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად გამოჩნდა, იყო მოდერატორი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ლაპარაკობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობასა და ხელისუფლების ცვლილებაზე

16-04-2026

„იმედის“ „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.


მისივე თქმით, იგორ ბლაჟევიჩი ამ დროისთვის საჯაროდ მოძიებულია, ის 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად გამოჩნდა; იყო მოდერატორი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ლაპარაკობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე.


„ნაცრადიკალების ე.წ. სცენარობანა მორიგი გადატრიალებისთვის, მაინც ფიასკოთი დასრულდება, გინდ პრაღაში დაიწეროს მზაკვრული გეგმა და გინდ ტალინში. უსამშობლოებს ე.წ. რევოლუციისთვის არცერთი თანმხვედრი ფაქტორი არ აქვთ და ვერც ექნებათ. კერძოდ: ელიტების ფრაგმენტაცია, სამართალდამცველთა და არმიის მერყეობა, ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრი, სოციალურ- ეკონომიკური კრიზისი, გარე ფაქტორები (მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა), ე.წ. უკანასკნელი წვეთი. „იმედის“ „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.


„ქრონიკის“ ცნობითვე, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს. რაც შეეხება იგორ ბლაჟევიჩს, „ქრონიკისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მან რამდენიმე დღის წინ ოპოზიციას მორიგი ტრენინგი ჩაუტარა, ზოგადად კი, მოასწრო ათზე მეტი ტრენინგის ჩატარება და კონკრეტული დავალებებიც გასცა. არსებული ინფორმაციით, ამ ტრენინგს, ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა ესწრებოდა ორგანიზაცია „ფარის“ დამფუძნებელი დავით გუნაშვილი. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ ბლაჟევიჩმა დაავალა „TV პირველს“ გაეხმაურებინა მოგონილი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე. ვინ არის იგორ ბლაჟევიჩი და რა დავალებებს გასცემს ის საქართველოში - ღია წყაროებით იძებნება, რომ ის ახლა პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელია. იძებნება სოციალურ ქსელში მისი აქციების მხარდამჭერი აქტივობა. მუდმივად აზიარებს საქართველოში მიმდინარე პროტესტს, აკრიტიკებს ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მათ შორის გამჭვირვალობის კანონს. რაც ამ დროისთვის საჯაროდ მოძიებულია, ის 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად გამოჩნდა; იყო მოდერატორი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ლაპარაკობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე. ახლა კი, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს სექტანტებს“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930