გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: მორიგ სიყალბეში, რომ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ცა გადაკეტა, სიახლე არაფერია, უნიჭო ნაცპროპაგანდისტების კრეტინობაა, მეცნიერებმა ობსერვატორიიდან დაკვირვებისთვის ითხოვეს საჰაერო ტრასის ჩაკეტვა

16-04-2026

„უსაშველო დეზინფორმატორების „არსენალში“ ხშირად ჩნდება ისეთი ჩლუნგური ცნობები, რომ ივანიშვილმა „ხეები მოგლიჯა“, სანაპირო ზოლი „მიიტაცა“, გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა-გამრავლება „რესტორნებისთვის სჭირდება“, „ისინი დააპატიმრა“ და ა.შ.“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.


მისივე თქმით, ასეთ ბოდვებში რომ არიან ტოტალურად „ლუზერები“, საკუთარ მხარდამჭერთა დეფიციტიც აჩვენებს - უთავმოყვარეო, უპრინციპო და ქოსატყუილა პოლიტიკანები არასდროს ფასობენ.


„მორიგ სიყალბეში, რომ ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ცა გადაკეტა, სიახლე არაფერია, უნიჭო ნაცპროპაგანდისტების კრეტინობაა; მეცნიერებმა ობსერვატორიიდან დაკვირვებისთვის ითხოვეს საჰაერო ტრასის ჩაკეტვა.


თუმცა, უსაშველო დეზინფორმატორების „არსენალში“ ხშირად ჩნდება ისეთი ჩლუნგური ცნობები, რომ ივანიშვილმა „ხეები მოგლიჯა“, სანაპირო ზოლი „მიიტაცა“, გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა-გამრავლება „რესტორნებისთვის სჭირდება“, „ისინი დააპატიმრა“ და ა.შ. - ასეთ ბოდვებში რომ არიან ტოტალურად „ლუზერები“, საკუთარ მხარდამჭერთა დეფიციტიც აჩვენებს - უთავმოყვარეო, უპრინციპო და ქოსატყუილა პოლიტიკანები არასდროს ფასობენ.


აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია უნიკალურია იდეალური ბუნებრივი პირობებით, ისტორიული და მეცნიერულად მნიშვნელოვანი დაკვირვებებით (ვარსკვლავების ფიზიკა, მზის აქტივობა, გალაქტიკების კვლევა). ობსერვატორია დღემდე მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში.


ობსერვატორიის ძირითადი აღდგენა დასრულდა დაახლოებით 2019–2020 წლებში, როცა მთლიანად განახლდა აბასთუმნის კურორტიც“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930