16-04-2026
„მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმნის თემის დასვრა, დაზიანება, ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა და წყარომ გვითხრა რომ ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდაო. არადა ამ დროს გარკვევით წერია, რომ საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი ობსერვატორიიდან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი წერს.
„ბიძინა ივანიშვილმა გაპარტახებული აბასთუმნის გადარჩენა საკუთარ თავზე აიღო - აგენტურულ „მედიას“ არაფერი გაუშუქებია.
პირადი სახსრებით აღადგინა უნიკალური ობსერვატორია - აგენტურულ „მედიას“ არაფერი გაუშუქებია. საკუთარი ინვესტიციებით უნიკალური კურორტი გახადა მიმზიდველი ბიზნესისთვის - აგენტურულ „მედიას“ არაფერი გაუშუქებია.
დაიწყო ფილტვის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და მისთვის უნიკალური სამედიცინო ფუნქციის დაბრუნება - აგენტურულ „მედიას“ არაფერი გაუშუქებია.
საქართველოს მთავრობამ სრულად გაარემონტა კურორტის შიდა გზები - აგენტურულ „მედიას“ არაფერი გაუშუქებია.
დაიწყო ორი ახალი სასტუმროს მშენებლობა, რამაც კურორტს შესძინა ტურისტული დანიშნულება - აგენტურულ „მედიას“ არაფერი გაუშუქებია.
მოკლედ რომ ვთქვა - გაჩანაგებული ტერიტორიისგან ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ადგილი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნიკალურ ადგილად - აგენტურულ „მედიას“ სიტყვაც კი არ დასცდენია ამ საშვილიშვილო საქმეზე.
მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმნის თემის დასვრა, დაზიანება, ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება და რა მოიგონეს? აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა და წყარომ გვითხრა რომ ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდაო.
არადა ამ დროს გარკვევით წერია, რომ საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი ობსერვატორიიდან.
„მედიასა“ თუ „პოლიტიკაში“ ჩაბუდებულ აგენტურას კი ერთ რამეს ვეტყვი - თქვენნაირი ამორალური ხალხისთვისაც კი უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რის იქითაც ფსკერს აღარ უნდა ხვრეტდეთ...“, - წერს რატი იონათამიშვილი.