გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში ფერმერებს საირიგაციო მომსახურების ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნეს

16-04-2026

კასპის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი სახელმწიფო  სუბსიდირების სქემა გააცნო.


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია როგორც ახალი ტარიფის პრაქტიკულ გავლენაზე, ისე სამელიორაციო სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებზე. მონაწილეებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის საირიგაციო წყლის ეფექტიან გამოყენებასა და სეზონური სამუშაოების დაგეგმვასთან დაკავშირებით.


შპს „საქართველოს მელიორაცია“ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს უკვე ერთ თვეზე მეტია სისტემატურად მართავს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. შეხვედრების მიზანია წყალმომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება და ხელშეკრულებების დროულად გაფორმების ხელშეწყობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031