გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინა

16-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 6 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 246 000 ლარს შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ამასთან, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ 13 ერთეული სპეციალური ტექნიკა.


ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. აღნიშნული საქმიანობა იწვევს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის ეროზიას და ზრდის დასახლებული პუნქტების დატბორვის, წარეცხვისა და წყლის დონის ცვლილების რისკებს, რაც საბოლოოდ ეკოსისტემების დეგრადაციას იწვევს.


ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031