გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Tarifa-ს სამიტი არის რეალური შესაძლებლობა, რომელიც არცერთმა კომპანიამ არ უნდა გაუშვას ხელიდან - ნინო ისაკაძე

16-04-2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო ღონისძიება - B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას ემსახურება.


სამიტი ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა და მასში ევროპის ქვეყნებიდან 50-მდე საერთაშორისო ბაიერი და 40 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა.


“ყვარლის ტბის რეზორტის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი ნინო ისაკაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები კერძო სექტორისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.   


“ჩვენი კომპანია, ყვარლის ტბის რეზორტი, უკვე მეორე წელია რაც ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, პოტენციალს ძალიან დიდს ვხედავთ. ეს არის რეალურად ის შესაძლებლობა, რომელიც არც ერთმა კომპანიამ არ უნდა გაუშვას ხელიდან…საკმაოდ დიდი დაინტერესებაა საქართველოს მიმართულებაზე, კახეთის რეგიონზე.  ძალიან ბევრი ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილები: ინგლისიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან. თანაც ზუსტად MICE სეგმენტი,  რაც ჩვენ გვაინტერესებს” - აღნიშნა ნინო ისაკაძემ.


B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარომადგენლები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, დაათვალიერეს მუზეუმები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები.  სამიტის მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებს დაათვალიერეს,  გაეცნენ ტურისტულ ინფრასტუქტურას და B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს მომავალ პარტნიორებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930