გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა

16-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიის რესპუბლიკაში, ქ, ვერონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრარული მიმართულების ინსტიტუტის  Istituto Agrario di San Michele all’Adige პრეზიდენტს, ფრანჩესკო სპანოლის შეხვდა.


Istituto Agrario di San Michele all’Adige ევროპაში ყველაზე ძველი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და მეღვინეობის სკოლაა, რომელიც აერთიანებს აგრარული განათლების, თანამედროვე კვლევებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებებს.


მხარეებმა საქართველოს და იტალიას შორის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელების პოტენციალს.


დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მეცნიერების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე, რაც შესაძლებელია  გაცვლითი სასწავლო პროგრამების და მიზნობრივი ტრენინგების ორგანიზებით.


შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031