გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უმასპინძლა

16-04-2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

 

მინისტრმა სლოვაკეთის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

თავდაცვის უწყებაში სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. გენერალ დანიელ ზმეკოს ქართველმა კოლეგამ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა გენერალ დანიელ ზმეკოს წვლილი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში.

 

სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, დელეგაციის წევრებთან ერთად პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაციამ ასევე დაათვალიერა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC).

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031