გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში

17-04-2026

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 


მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში დელეგაციის წევრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პოლიტიკურ ლიდერებს. 


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, რომელიც იმართება ჩვენს მეზობელ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში. მეორედ ვიღებთ მონაწილეობას ამ ფორუმში, წელსაც მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში. ასევე, ეს ფორუმი გვაძლევს საშუალებას, რომ გავესაუბროთ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს და, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930