გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა აქ არაფერია სასპეკულაციო, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა და კურორტის განვითარებისთვის

17-04-2026

აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა აქ არაფერია სასპეკულაციო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს.   


„არის კონკრეტული ინტერესები ორი მიმართულებით - პირველი, რაც შეეხება ობსერვატორიას, მიმართვაც იყო ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს შედის ობსერვატორიის ინტერესებში, რომელსაც აქვს საქართველოში არსებობის ძალიან დიდი ტრადიციები, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაციაა ჩვენთვის და მისი მხარდაჭერა არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ასევე კურორტის განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი და აქ არსებობს შესაბამისი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს, პირიქით ქვეყნისთვის სწორი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930