გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შათირიშვილი: ორბანმა სასტიკად წააგო, აშშ-ის ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა - დასანანია, რომ არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო

20-04-2026

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართულ და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შევთავაზე ანალიზი, თუ როგორ მესახებოდა პროცესების განვითარება და ასევე ვრცლად ვისაუბრე აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის შესახებ, რაც რთულად, მაგრამ საბოლოოდ ამოიხსნა, რომ კონტრ პროდუქტიული შედეგისთვის იყო გამიზნული,  -  წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც უნგრეთის არჩევნების შედეგების შესახებ წერილს აქვეყნებს.

 

მისი განცხადებით, დასანანია, რომ ვიქტორ ორბანს არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა, "რათა ოლიგარქიული ოჯახების მიერ კარგად დაგეგმილი და საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებლის, ტრამპის მიერ თავსმოხვეული გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო."

 

ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ არჩევნებში დამარცხებისთანავე, დონალდ ტრამპმა, ვიქტორ ორბანი ყოფილ მეგობრად მოიხსენია, პარალელურად კი, ახალი პრემიერი შეაქო და მასთან „პროდუქტიული თანამშრომლობა“ დააანონსა, რაც შათირიშვილის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერად მიაჩნია, რომლისთვისაც არ არსებობს პოლიტიკაში მეგობრები და მოკავშირეები.

 

"ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც წერილში იყო აღწერილი - ორბანმა სასტიკად წააგო, რამეთუ გლობალურ პრობლემებსა და სკანდალებში გახვეული აშშ-ს ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა. ცხადია, სწორედ მსგავსი სცენარი იყო გათვლილი „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე გლობალური ომის პარტიის მხრიდან და ძალიან დასანანია, რომ ორბანს არ ეყო პოლიტიკური და რაციონალური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების მიერ კარგად დაგეგმილი და საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებლის, ტრამპის მიერ თავსმოხვეული გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო.


ის ფაქტი, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, თავისთავად კი მისთვის დავალებების მიმცემ ოლიგარქიულ ოჯახებს ორბანის თავიდან მოშორება ჰქონდათ განზრახული, არ დაუმალავს დონალდ ტრამპს. არჩევნებში დამარცხებისთანავე, მან ვიქტორ ორბანი ყოფილ მეგობრად მოიხსენია და ისეთი კმაყოფილებით ჩარეცხა, წარბიც კი არ შეუხრია. პარალელურად, ახალი პრემიერი შეაქო და მასთან „პროდუქტიული თანამშრომლობა“ დააანონსა. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა, რომლისთვისაც არ არსებობს პოლიტიკაში მეგობრები და მოკავშირეები, არსებობენ მხოლოდ მორჩილი და დავალების შემსრულებელი მარიონეტები, ხოლო ურჩ მოთამაშეებს, რომლებიც „დიპ სტეიტის“ გეგმებს ვერ გაშიფრავენ და მათ ხაფანგებს ვერ გაუმკლავდებიან, სწორედ ორბანის მსგავსი ბედი ელოდებათ," - წერს ზაზა შათირიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930