20-04-2026
აქციის მუხტის გასაზრდელად დიუშენის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა გამოყენება მიუღებელია! აღნიშნული დაავადების მკურნალობის და პრევენციის პროცესში აუცილებელია გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. სახელმწიფო დიუშენის სინდრომის მქონე ადამიანებს „საცდელ კურდღლებად“ ვერ გამოიყენებს,- წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი როლი ისაა, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ მოსახლეობას და დაიცვას მათი ჯანმრთელობა. სახელმწიფო პაციენტების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დააყენებს და არ შემოიტანს იმ მედიკამენტს, რომლის უსაფრთხოებაც საკმარისად დადასტურებული არ არის.
„აქციის მუხტის გასაზრდელად დიუშენის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა გამოყენება მიუღებელია! აღნიშნული დაავადების მკურნალობის და პრევენციის პროცესში აუცილებელია გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. სახელმწიფო დიუშენის სინდრომის მქონე ადამიანებს „საცდელ კურდღლებად“ ვერ გამოიყენებს.
სახელმწიფო ვერ დაუშვებს ისეთი მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას, რომლის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და რომელიც ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს, ხოლო რიგ შემთხვევაში, სერიოზულ გართულებებს იწვევს.
სამწუხაროდ, დღეს დიუშენის სინდრომის სრული განკურნების მედიკამენტი არ არსებობს. ეს არის რეალობა. სახელმწიფო ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დააყენებს და არ შემოიტანს მედიკამენტს რომლის უსაფრთხოება საკმარისად დადასტურებული არ არის. სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეს და მის ჯანმრთელობას!
მსოფლიომ უკვე გაიარა ეს გზა, მაგრამ სასურველი შედეგი ჯერჯერობით არ მიღწეულა. მესმის მშობლების პროტესტი და მათი ტკივილი, თუმცა ისინი, სამწუხაროდ, ისინი მედიკამენტების ეფექტურობის შეფასებისას არა ფაქტებს, არამედ აღქმებს და იმედს ეფუძნებიან. თუ სახელმწიფოს მიერ ნაყიდი მედიკამენტის მიღების შემდეგ ადამიანი ან ადამიანები გარდაიცვლებიან, ვისი პასუხისმგებლობა იქნება?
დღეს მსოფლიოში არსებულ მედიკამენტებს აქვთ სერიოზული შეზღუდვები და გვერდითი ეფექტები. განკურნება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მეცნიერები და ფარმაცევტული კომპანიები აქტიურად მუშაობენ ახალ, უფრო უსაფრთხო და ეფექტურ თერაპიებზე, რაც იმედს გვაძლევს, რომ მომავალში უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტი შეიქმნება!
სახელმწიფოს მთავარი როლია გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს და დაიცვას მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს სახელმწიფო დღეს.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დიუშენის სინდრომი არ არის რიგითი მარტივი დაავადება ეს არის, უიშვიათესი გენეტიკური დაავადება, რომელიც საშუალოდ 100 000 ადამიანში 3 შემთხვევაში ფიქსირდება, მისგან სრულად განკურნებული ადამიანის პრაქტიკულად არ არსებობს, მიუხედავად მედიკამენტების მიღებისა დაავადება პროგრესირებს და განვითარებას არ წყვეტს, აღნიშნული დადასტურებულია მეცნიერულად. ეს არის სამწუხარო სიმართლე დიუშენის სინდრომის შესახებ,“- წერს დავით ჩიხელიძე.