გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი სტრასბურგში საიას სარჩელზე: მიმართონ, ეს მათი უფლებაა. ჩვენ რამდენიმე ასეთი მჯიღისცემით სარჩელის მიმართვა ვნახეთ, ყველგან დამარცხდნენ

20-04-2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა საიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროსასამართლოში სარჩელის შეტანას ეხება. კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: ამბობენ, რომ სარჩელი ეხება „ნოემბერ-დეკემბერში სამართალდამცველების მხირდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს“. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას?


„მიმართონ, ეს მათი უფლებაა. ჩვენ რამდენიმე ასეთი მჯიღისცემით სარჩელის მიმართვა ვნახეთ, ყველგან დამარცხდნენ საქართველოს სახელმწიფოსთან, ისინი, ვინც უცხოელების ზურგით ცდილობდნენ სააკაშვილის, გვარამიას, მელიას, რუსთავი 2-ის საქმეზე და სხვა საქმეებზე იმის თქმას, თითქოს საქართველო იქცეოდა რაიმე სახით კონვენციის მიღმა. იმდენი ქართველობაც არ ჰყოფნით, ბოდიში მოიხადონ იმისთვის, რომ საქართველოს ცილს სწამებდნენ.


მეორე საკითხი: იცით, რომ 5 აპრილს იყო ბოლო ვადა, რომ მიმდინარე გრანტებთან დაკავშირებით მიემართა დონორებს სახელმწიფოსთვის თანხმობის მისაცემად და საინტერესოა მიმართა თუ არა საიას დონორმა ხელისუფლებას და საინტერესოა, საიდან ფინანსდება, რადგან თუ არ მიმართა და უცხოური დაფინანსებით ხდება კვლავ საქართველოზე თავდასხმის ორგანიზება, საინტერესო იქნება ჩავიხედოთ რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930