გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: თუკი უცხოელთა ტრენინგი/დაფინანსება საქართველოს სასიკეთოდაა, რატომ არ უნდა უპასუხო თამამად მედიას, რომ ამა და ამ თემაზე იყო? მაგრამ „სააკაცუკეთში“ ასე არაა, ჩეხი „რევოლუციონერი“ ბლაჟევიჩი განაგრძობს დესტრუქციას

20-04-2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს. ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.


აბაშიძის თქმით, საბოტაჟური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ ნაყარ-ნუყარ უსამშობლოებს - მარგინალურ ე.წ. მოძრაობებს.


„თუკი უცხოელთა ტრენინგი/დაფინანსება საქართველოს სასიკეთოდაა, რატომ არ უნდა უპასუხო თამამად მედიას, რომ ამა და ამ თემაზე იყო? მაგრამ „სააკაცუკეთში“ ასე არაა, ჩეხი „რევოლუციონერი“ ბლაჟევიჩი განაგრძობს დესტრუქციას, მისი ნაცადეპტები ვერ დაიმალებიან. „იმედის“ „ქრონიკის“ ინფორმაციით იგორ ბლაჟევიჩი („ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი“) ტრენინგებს განაგრძობს. რეალურად, საბოტაჟური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ ნაყარ-ნუყარ უსამშობლოებს - მარგინალურ ე.წ. მოძრაობებს - „წერტილი“, „ფარი“ და „მომავლის აკადემია“. დოქსოპულოები „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს, ჯერჯერობით, არ პასუხობენ“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031