გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ბლაჟევიჩის შეგირდები იხმაურებენ, მერე ვიღაცები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან, დაირქმევენ „სინდისის პატიმრებს“, ევროპაში გამოუცხობენ რეზოლუციებს და დესერტად დააყოლებინებენ ბურღულის ფაფას

20-04-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს და ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.


მისივე თქმით, ამ ტრენინგების შედეგები საზოგადოებამ უკვე იხილა შარშან რუსთაველზე და ისიც იხილა სადამდე დეგრადირდა ფსევდომშვიდობიანი „სამოქალაქო პროტესტი“.


„როგორც ერთ საკულტო სპექტაკლშია „სახეზე გატყობთ კმაყოფილობას, ვიწყებთ მეორე განყოფილობას“. იგრძნეს კმაყოფილობა აკერმანის, მერე კანვასის ტრენინგებით და ახლა მეორე კი არა, მესამე განყოფილებაზე მიდიან, ამჯერად ბლაჟევიჩით. ჰო მართლა, კითხვა შესაბამის სტრუქტურებს: რომელი და ვისი თანხით ფინანსდება ეს ტრენინგები? ამ ტრენინგების შედეგები საზოგადოებამ უკვე იხილა შარშან, რუსთაველზე და ისიც იხილა, სადამდე დეგრადირდა ფსევდომშვიდობიანი „სამოქალაქო პროტესტი“. ახლაც ასე იქნება, ბლაჟევიჩის შეგირდები იხმაურებენ, მერე ვიღაცები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან, დაირქმევენ „სინდისის პატიმრებს“, ევროპაში გამოუცხობენ რეზოლუციებს და დესერტად დააყოლებინებენ ბურღულის ფაფას“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031