გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია პოლონელ ვეტერინარებთან ერთად ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს

20-04-2026

სამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია პოლონელ ვეტერინარებთან ერთად ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს 18-24 აპრილს, საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში საქართველოს, პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ.
 
კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია სამტრედიის მუნიციპალიტეტში 500-მდე ცხოველის( ძაღლი, კატა) სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია. ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი. ვეტერინარული პროცედურები, უტარდებათ როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ ცხოველებს (ძაღლი, კატა). აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის ურუნველყოფასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. აღნიშნული კამპანია, პოლონელი ვეტერინარების მონაწილეობით, საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.


სინქრონები: 1. იოსებ მენთეშაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 2. სოფიო ბეროშვილი - "თათების იმედის" ჟურნალისტი 3. ივონა სვირიდოვიჩ -ექიმი ვეტერინარი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930