გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რუმენ რადევს და მის გუნდს ვულოცავ არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას

20-04-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუმენ რადევსა და მის გუნდს არჩევნებში გამარჯვებას სოციალურ ქსელ X-ზე ულოცავს. 


მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს  საქართველოსა და ბულგარეთს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.


„რუმენ რადევს და მის გუნდს ვულოცავ  არჩევნებში გამარჯვებას. ბულგარეთის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში ვუსურვებ მას წარმატებას.საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას", -  აღნიშნავს პრემიერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930