გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

21-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა, საიდანაც ძალის გამოყენებით 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველების მიერ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე, ამოღებულია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები.


პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ს. ბრალდებულის სახით დააკავა. ხოლო, დანაშაულში მონაწილე სხვა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით  შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930