გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა I კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

21-04-2026

2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.


ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების და შესაბამისად, გლობალურ ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, იანვარ-მარტში საქართველომ ტურიზმიდან 0,5%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.


განსაკუთრებით შთამბეჭდავია ზრდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებიდან - ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები 36.4%-ით გაიზარდა და 140.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი 17%-იანი წილით პირველ ადგილზეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.


თურქეთიდან შემოსული ტურისტებიდან მიღებული შემოსავალი I კვარტალში 120.1 მლნ. აშშ დოლამდე, 12.2%-ით არის გაზრდილი, უკრაინიდან - 34.2%-ით, საუდის არაბეთიდან 47.6%-ით.


2025 წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930