გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც  წარმატებით გამოუვა ისევე, როგორც პოლიტიკა, სადაც მისი დაბრუნება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა!

21-04-2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი,ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, მამუკა მდინარაძის მიერ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ირაკლი კირცხალია ულოცავს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” გუნდისთვის მისი დაბრუნება “მნიშვნელოვანი გაძლიერებაა”.


“ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია - ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა ისევე, როგორც პოლიტიკა, სადაც მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა!”-წერს ირაკლი კირცხალია. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე, მას ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930