გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: მამუკა მდინარაძე წარმატებული იყო უსაფრთხოების სამსახურში, პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება აშკარად დაეტყო მის გუნდს, ამიტომ მისასალმებელია მისი ახალი თანამდებობა

21-04-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს.


მისი თქმით, მამუკა მდინარაძე წარმატებული იყო უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვნად დაეტყო.


ფოჩხუა აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან კვლავ ვიხილავთ, მამუკა მდინარაძის მწვავე პოლიტიკურ განცხადებებს.


„მიუხედავად იმისა, რომ მამუკა მდინარაძე მეტად წარმატებული იყო უსაფრთხოების სამსახურში, პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება აშკარად დაეტყო მის გუნდს, ამიტომ მისასალმებელია მისი ახალი თანამდებობა, ისევ ვიხილავთ მის მწვავე პოლიტიკურ გამოსვლებს. ასე რომ სულ ტყუილად აჟიტირდნენ ოპოზიციონერები, დღეიდან მამუკა მდინარაძე ორი ერთშია!“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930