გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციის აქტივისტი ალბი კორძაია ოპოზიციური მოძრაობა "ნაბიჯის" დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებს; "მეც ხელებს მიფათურებდა"

21-04-2026

ოპოზიციის აქტივისტი, ალბი კორძაია, ოპოზიციური მოძრაობა "ნაბიჯის" დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს, ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ამ ისტორიის 100 პროცენტით სჯერა.


კორძაია ავრცელებს გოგონას მიერ მოყოლილი გაუპატიურების შემთხვევის შესახებ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ამ განცხადებას, სოციალურ ქსელში ვნებათა ღელვა მოჰყვება, თუმცა, არ აპირებს პოსტის წაშლას, თუმცა, ამჟამად, ალბი კორძაიას გვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.


"ეს პოსტი ძალიან დაგამძიმებთ, მაგრამ ეს უნდა გაიგოს ყველამ. ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის მჯერა 100 პროცენტით რადგან, ახლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი. 2023-ში ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. ბავშვები იქ სვამდნენ და მეც დავლიე ერთი-ორი ჭიქა. მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტები მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი, წავედი სხვა ოთახში და პუფებში ჩავწექი. გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე, თავი რომ მოვატრიალე, დავინახე რომ ეს იყო ლუკა (იგორაშიც შემეშალა თავიდან, მაგ ისტორიას მეგობრებს რომ ვუყვებოდი ასე და ასე თქო და იმათმა იგორა მანდ საერთოდ არ ყოფილაო, ბოდიში იგორ, თქვენ ორი სულ მეშლებოდით).


მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები ალბათ. გავედი ისევ იმ ოთახში სადაც სვამდნენ, გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით. იმის მერე მეზიზღება ეგ ბიჭი და პირად შურისძიებაში გადავიდა ყველაფერი რაც მას უკავშირდება. ამ პოსტს მოჰყვება ვნებათა ღელვა ვიცი, წინასწარ გეუბნებით, რომ პოსტის წაშლას არ ვაპირებ, წერეთ რაც გინდათ.ასევე მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინასებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად, შიგ ხომ არ გაქვთ?!" - წერს კორძაია სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930