გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიწათსარგებლობის მონიტორინგით 11 ჰექტარზე მეტი მოხნული საძოვარი გამოვლინდა

22-04-2026

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის I კვარტალში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოავლინა საძოვრების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები.  იჯარით გაცემული საძოვრების ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მოხნული იყო 11.07 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის 7 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.


მონიტორინგი განხორციელდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მოიჯარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის უზრუნველსაყოფად.


საძოვრის მოხვნა იწვევს ადგილობრივი ეკოსისტემის მოშლას და ნიადაგის დეგრადაციას. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცა.


მიწის რესურსების მონიტორინგი წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს მიწის რესურსების მდგრად მართვას და ნიადაგის დაცვას დეგრადაციისგან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031