გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამტრედიაში ქართველი და პოლონელი ვეტერინარების ერთობლივი კამპანია მიმდინარეობს

22-04-2026

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოველთა სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქართველი და პოლონელი ვეტერინარები ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ.


კამპანიაში პოლონელ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ვეტერინარები. თანამშრომლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ვეტერინარული პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიული უნარების გაღრმავებას, რაც პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.


18-24 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 500-მდე ცხოველს (ძაღლი და კატა) ჩაუტარდება სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია. პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი.


ვეტერინარული მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც პატრონიანი, ასევე მიუსაფარი ცხოველებისთვის. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, ინფექციური დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.


აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კამპანია, პოლონელი ვეტერინარების მონაწილეობით, საქართველოში უკვე მეორედ იმართება, რაც საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930