გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა წითლიძე: გიგა ლემონჯავას მამა ნაცმოძრაობის დეპუტატი იყო და განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას; იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა, ბელადები სახლებში მოიკითხეთ, ძვირფასებო

22-04-2026

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ "დროას" წევრ გიგა ლემონჯავაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ლემონჯავას მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, მანამდე კი - ფოთის მერი და სააკაშვილს ფეხქვეშ ეგებოდა. 


წითლიძის თქმით,  მინიმალური პოლიტიკური ეთიკა და ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა არსებობდეს იმ ადამიანებისა და სივრცის მიმართ, საიდანაც მოდიხარ და რომელმაც შეგქმნა, ვინაიდან, შექმნილი ვითარება, საბოლოო ჯამში, კოლექტიური ლემონჯავების  რეპუტაციას აზიანებს. 


"არ მიყვარს ასეთ თემებზე საჯაროდ საუბარი, თუმცა როცა ეს საჭირო ხდება, გვერდის ავლა აღარ გამომდის და არც მინდა. სხვათა შორის, ლემონჯავას მამა, გოჩა ლემონჯავა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, მანამდე — ფოთის მერი. 2012–2018 წლებში ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრიც იყო და მიშასთან საერთო შეხვედრებზეც არაერთხელ მინახავს. განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას - ჩემი ყურადღება ამით მიიქცია. იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა. წლების შემდეგ ის „დროაში“ გამოჩნდა.ბევრი რამის თქმა შეიძლება, არცთუ სახარბიელოსი, მაგრამ ამ ეტაპზე ერთს ვიტყვი: მინიმალური პოლიტიკური ეთიკა და ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა არსებობდეს იმ ადამიანებისა და სივრცის მიმართ, საიდანაც მოდიხარ და რომელმაც შეგქმნა. ეს, საბოლოო ჯამში, მიშას კი არა, კოლექტიური ლემონჯავების  რეპუტაციას აზიანებს. ბელადები სახლებში მოიკითხეთ, ძვირფასებო." - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გიგა ლემონჯავა სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და მას "ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავი" უწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930