გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრმა თბილისის მე-60 სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა

23-04-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რომელიც გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებში გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური ჩართულობის წახალისება წარმოადგენდა.


შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყოველდღიურ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც გარემოს დაცვას უწყობს ხელს, მათ შორის ენერგიის დაზოგვა, პლასტმასის მოხმარების შემცირება და ნარჩენების დახარისხება.


შეხვედრის მიზანი იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარება, არამედ მოსწავლეების მოტივირება, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით ინიციატივებში, გახდნენ ცვლილებების ინიციატორები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.


დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031