გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს"- ლავროვი

9-12-2018

მოსკოვი თბილისთან კარგი ურთიერთობების განვითარებაზეა განწყობილი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.


„რუსეთს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები სურს. ვიმედოვნებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის დროს განვაგრძობთ კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარებისთვის გზების გამოძებნას“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.


„ჩვენ ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს და გააკეთოს ის, რაც მისი ხალხისთვის კარგია. რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს“, - აღნიშნა ლავროვმა.






PRIMETIME.GE

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31