გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი: უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა და არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები

23-04-2026

„საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი„, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.


ის ეხმიანება ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებას და აღნიშნავს, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის აუცილებელია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები და გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები.


„უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა,

უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები,

უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები.

ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა.

რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად

ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს. საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. „ნამესტნიკების“ და მეორე მდივნების დრო ქართველმა ხალხმა „ბნელ წარსულს" ჩააბარა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930