გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში

23-04-2026

მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მამუკა მდინარაძე არის სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც აკისრია სახელმწიფო სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის მოვალეობა.  


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ის საქმიანობდა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებები და მიღწევები, როგორც სისტემური გადახალისების, ინსტიტუციური გადახალისების კუთხით, ასევე კონკრეტული მიმართულებით დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის კუთხით, კორუფციული პრაქტიკის აღკვეთის კუთხით, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას და ეს მომავალში მას გააძლიერებს რეპუტაციულად არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ამ შემთხვევაში როგორც სახელმწიფო მინისტრს, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031