გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას

23-04-2026

ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას,  - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე.


„ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს", -  განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930