გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხეების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

24-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მუხათწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც შერჩეულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ნერგები დარგეს. აქცია მიზნად ისახავს გარემოს დაცვის პროცესში თანამშრომელთა აქტიურ ჩართულობას.


მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის, აბელ აბესაძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვისთვის და მწვანე სივრცეების განვითარების ხელშეწყობისთვის.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა სასარგებლო წიაღისეულის პასუხისმგებლიან მართვასთან ერთად მოიცავდეს ისეთ ინიციატივებსაც, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას. ხეების დარგვის აქცია წარმოადგენს ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერისა და მომავალი თაობებისთვის უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ”,-განაცხადა აბელ აბესაძემ.


მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებასა და გარემოს დაცვის მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31