გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის და გამოძალვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

24-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას, 1941 წელს დაბადებულ ჯ.დ.-ს და მის მეუღლეს, ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა. დ.ნ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული დ.ნ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930