გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტუსკი: პეტერ მადიარმა შესაძლოა გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან ორბანის შემდეგ, უნგრეთის პოზიცია მიგრაციის, კლიმატის დაცვის ან რელიგიური და ეროვნული ღირებულებების სფეროებში დიდად არ შეიცვლება

24-04-2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, შესაძლოა, პეტერ მადიარმა ევროპელი პოლიტიკოსები გარკვეულწილად იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან უნგრეთის პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია, კლიმატის დაცვა, რელიგიური და ეროვნული ღირებულებები, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.


ტუსკის თქმით, მის ზოგიერთ კოლეგას მცდარი წარმოდგენა აქვს უნგრეთის არჩევნებთან მიმართებით, რომელიც უკიდურეს მემარჯვენეებსა და პროგრესულ მხარეს შორის დაპირისპირებად მიაჩნდათ.


„ჩემს ზოგიერთ კოლეგას შესაძლოა, მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს, რომ უნგრეთის არჩევნები უკიდურეს მემარჯვენეებსა და პროგრესულ მხარეს შორის დაპირისპირება იყო. პეტერ მადიარმა შესაძლოა გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან ორბანის შემდეგ, უნგრეთის პოზიცია მიგრაციის, კლიმატის დაცვის ან რელიგიური და ეროვნული ღირებულებების სფეროებში დიდად არ შეიცვლება“, - აცხადებს დონალდ ტუსკი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930