გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის

24-04-2026

„საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც, რა თქმა უნდა, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია," - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე.


„საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც, რა თქმა უნდა, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია," - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე. 


როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კონტრაქტორი, ბელგიური „დიდი ოთხეულის" წარმომადგენელი საზღვაო სამშენებლო სამუშაოებში, Jan De Nul უკვე გადადის აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე.


„ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით დაახლოებით 52 მილიონი დოლარის ეკონომიის განხორციელება აღნიშნულ პროექტში. დაახლოებით 1 კმ და 380 მეტრის ტალღმჭრელი აშენდება და შესაბამისად, დაღრმავდება შემოსასვლელი არხი დაახლოებით 18 მეტრამდე იმისათვის, რომ დიდმა გემებმა შეძლონ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში შემოსვლა. ეს ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი პრიორიტეტი იქნება იმისათვის, რომ შუა დერეფანში კიდევ ერთხელ გავამყაროთ საქართველოს, როგორც წამყვანი სატრანზიტო ქვეყნის ადგილი"  - აღნიშნა  თამარ იოსელიანმა.


მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს თანმიმდევრული და სისტემური განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ისე საგზაო ქსელის განვითარებასა და საავტომობილო გზების მშენებლობას, ასევე ავიაციის სექტორს, მათ შორის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031