25-04-2026
„როდესაც ამ ქვეყნის მტრები ყველაზე მწვავე სასოწარკვეთას მიეცემიან, სწორედ მაშინ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების „გაშავება”, - წერს „ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”.
როგორც თოფურია აღნიშნავს, კანონზომიერია ისიც, რაც ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე გავრცელებულ სიბინძურეს მოჰყვა, ვინაიდან, „ტვ პირველი” ქართველი ხალხის მიერ ტელევიზიის მისამართით გინების და რისხვის წაშლას ვერ ასწრებს კომენტარებიდან.
როდესაც ამ ქვეყნის მტრები ყველაზე მწვავე სასოწარკვეთას მიეცემიან, სწორედ მაშინ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების “გაშავება”... წარმოიდგინეთ, რა მდაბიო და ბინძური გონების უნდა იყო, რომ ასეთი ფეიკი მოიგონო. მაგრამ კანონზომიერია ისიც, რაც ამ გაუგონარ სიბინძურეს მოჰყვა - ტვ პირველი სწორედ ამ ტყუილის ქვეშ მათივე გინების და ქართველი ხალხის რისხვის წაშლას ვერ ასწრებენ კომენტარებიდან. გულის ამრევიც აღარაა ამ კანალიზაციის სიცრუე, უბრალოდ როლ/მოდელად უნდა ვასწავლოთ თაობებს, როგორ არ უნდა მტრობდე საკუთარ ქვეყანას,” - წერს ვახტანგ თოფურია სოციალურ ქსელში.