გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედებაზე არაფერი გვსმენია და რომელმაც „კათარზისის“ მოხუც ბენეფიციარებს თვეში 150-ლარიან დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი

25-04-2026

„მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული „ტვ პირველი“ იუწყება - ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გასცემენო. წარმოიდგინეთ, ხაზარაძე თავის ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილის ქველმოქმედებას!”, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.


როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, უზნეობისა და უტიფრობის ფსკერია.


„მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული „ტვ პირველი“ იუწყება - ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გასცემენო. წარმოიდგინეთ, ხაზარაძე თავის ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილის ქველმოქმედებას! ხაზარაძე, აკეთებს ამას! ჰო, ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედების შესახებ არავის არასოდეს არაფერი სმენია და რომელმაც სათნოების სახლ „კათარზისის“ მოხუც ბენეფიციარებს ( რომლებმაც წლების წინ თიბისი ბანკს წერილობითი თხოვნით მიმართეს) გაზეთის გამოსაცემად თვეში 150-ლარიან დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი.


შეიძლება, ივანიშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ან სულაც მტერი იყო და მასთან პოლიტიკური პრეტენზიები გქონდეს, მაგრამ მისი ქველმოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო, ეს უკვე უზნეობისა და უტიფრობის ფსკერის ფსკერია, რომელიც ხაზარაძემ და მისმა ტელეკანალიზაციამ უკვე მერამდენედ გახვრიტეს“,- წერს ხუბუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930