გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიკომპანია China Eastern Airlines- სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

25-04-2026

15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines - ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


China Eastern Airlines - ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.


მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა  ჩინეთის მთავარ საფინანსო ცენტრთან საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას  და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. 
როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისი - შანხაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას შეუწყობს ხელს. 


შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოფიციალური პარტნიორი ქვეყნის სტატუსზე აზიის ერთ-ერთ  ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026, რომელიც მიმდინარე წლის 26 – 28 მაისს შანხაიში გაიმართება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930