გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ გრიგოლიშვილი: სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის, შეხვედრაზე გაჟღერდა ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები

26-04-2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში ჩატარდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები შეხვდნენ, მათ შორის იყო ბორდის წევრი მარიამ გრიგოლიშვილიც.


გრიგოლიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს საწყისს იმისა, რომ შეხვედრებზე გაჟღერებული იდეები და გამოწვევები სამუშაო რეჟიმში გადავა.


„სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის. შეხვედრაზე გაჟღერდა ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები. მათ შორის, გამოიკვეთა განათლების რეფორმაზე ძალიან ბევრი შეკითხვა. გაჟღერდა მათი საჭიროებები და ასევე დრო დაეთმო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არ გახლავთ ერთჯერადი შეხვედრა, არამედ ეს არის საწყისი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე გაჟღერებული იდეები და გამოწვევები სამუშაო რეჟიმში გადავა“, - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930