გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუგზარ წიკლაური ხაბეიშვილზე: გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზევიდან ლაპარაკი არაფრის მომტანია, შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია, იზოლირებული ადამიანის მხრიდან

26-04-2026

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ლევან ხაბეიშვილის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციის ალიანსის მიმართ პრეტენზია გამოთქვა: 31 მარტს რომ დააანონსეს 26 მაისის აქცია, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ და თუ 10 მაისიდან იწყებენ გასვლას, დღეს რას აკეთებენო.


ნუგზარ წიკლაურმა ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის მხრიდან ამის თქმა შესაძლოა, უმეცრების ან უცოდინარობის ბრალი იყოს.


„არ მაქვს სურვილი სხვადასხვა მიზეზების გამო ლევან ხაბეიშვილს რამე ვუპასუხო. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს ადამიანი არის ციხეში. გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზოგადად ეს აპლომბით, ზევიდან ლაპარაკი, რომელიც მართლა ხშირად გვესმის, არაფრის მომტანი არ არის იმიტომ, რომ დიდი ხანია ეს ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ასე არ არის რომ 10 მაისიდან ვინმე გამოვიდეს. ერთ-ერთმა ლიდერმა, თუ არ ვცდები ვაშაძემ თქვა, 10 მაისიდანო, მაგრამ სულ ორ სამ დღეში კიდევ ახალი შეხვედრები არის დაგეგმილი საქართველოს რეგიონებში, ეს ასე არ არის. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის“, - განაცხადა წიკლაურმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930