გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სლოვენიაში, ქარვისფერი ღვინოების ფესტივალზე „Orange Wine Festival“, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

27-04-2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომნპანია სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში „Orange Wine Festival“ მონაწილეობდა.


ფესტივალი „Orange Wine Festival“ 2012 წელს დაარსდა და ის  წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.


გამოფენას ტრადიციულად ღვინის სფეროში მოღვაწე როფესიონალებ, სომელბი, მპორტიორები, დისტრიბუტორები, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, დაესწრნენ. გამოფენის ფარგლებში გაიმართა დეგუსტაციები და ასევე დისკუსიები მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.


საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე.


ფესტივალს 90-მდე ღვინის მწარმოებელი დაესწრო შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სლოვენია, სლოვაკეთი, იტალია, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია, სერბეთი, უნგრეთი და ბულგარეთი.


ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.


აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930