გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 16 ათას ჰექტარზე მეტი საძოვარი დარეგისტრირდა

27-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საძოვრების ინვენტარიზაციისა და რეგისტრაციის პროგრამა ფინალურ ეტაპზე გადავიდა.


მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ, ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფერმერების ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განახორციელა რეგისტრირებული, არაკატეგორიზებული და არარეგისტრირებული პოტენციური საძოვრების ტერიტორიების იდენტიფიცირება, მათი მდგომარეობის შესახებ საველე მონაცემების შეგროვება და საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების ჩატარება. ასევე, მიწების კატეგორიზაცია, რის საფუძველზეც მონაცემები შესათანხმებლად სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეგზავნა.


მიმდინარე ეტაპზე, სათიბ-საძოვრის კატეგორიით უკვე რეგისტრირებულია 16 687 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სათიბ-საძოვრების კატეგორიით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რუკა ხელმისაწვდომისააგენტოს ვებგვერდზე - https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1025


პროექტის ფარგლებში სამუშაოები ისევ მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დარჩენილი ფართობების იდენტიფიცირებადა საჯარო რეესტრში მათი სათიბ-საძოვრის კატეგორიით რეგისტრირებას. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.


პროექტის მიზანია საქართველოში საძოვრების მართვის ეფექტიანი რეფორმებისათვის საფუძვლის მომზადება, საძოვრების ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის პილოტირება. განხორციელებული სამუშაოები რეგიონში ხელს შეუწყობს მიწის რესურსების უფრო ეფექტიან მართვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

პროექტი ხორციელდება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტის (DiMMAdapt)“ პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და ადაპტაციის ფონდის (AF) დაფინანსებით.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930